ჩვენს შესახებ






სასტუმრო ალავერდი

სასტუმრო ალავერდი მდებარეობს ქუთაისში. სასტუმრო აშენდა 2008 წელს და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. სასტუმრო ალავერდს გააჩნია ევრო დიზაინით მოწყობილი 27 ნომერი, აქედან 4ლუქსის ტიპის ნომრებია. დანარჩენი სხვა კი ნახევრადლუქსი და ჩვეულებრივი ნომრებია.  ჩვენ სიამოვნებით გთავაზობთ ჩვენს სასტუმროში თბილ სტუმართმოყვარეობას, მაღალი დონის მომსახურებას, კომფორტაბელურ ნომრებს და უგემრიელეს სამზარეულოს.
ყველა ნომერი აღჭურვილია: სველი წერტილებით, ტელეფონით, მაცივრით, კონდიციონერით, აბაზანით, მინი-ბარით, ზამთარ-ზაფხულის გაგრილება გათბობით, სატელიტური ტელევიზია, უკაბელო ინტერნეტით, აეროპორტის ტრანსფერით და ავტომობილების სამრეცხაოთი.
ასევე თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ჩვენს სასტუმროში თქვენი ძვირფასეულობა და ფასეული დოკუმენტები სეიფში. სასტუმროში არის რესტორანი და ბარი, სადაც გამოცდილი მზარეული მოგიმზადებთ, როგორც ქართულ ტრადიციულ, ასევე ევროპულ კერძებს. დიეტაზე მყოფი ადამიანები კმაყოფილები დარჩებიან კერძების გემოთი. ჩვენ გთავაზობთ დაუვიწყარ ექსკურსიებს ძველ ქუთაისსა და მის ახლო ადგილებში, თქვენ მოგემსახურებათ ავტობუსი და გიდი.
სასტუმროს ტერიტორიაზე არის ავტოსადგომი, სასტუმროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დაცვა. გვეწვიეთ და დარჩებით ყმაყოფილი ჩვენი საუკეთესო მომსახურებით. სასტუმროს მფლობელები და მათი მომსახურე პერსონალი გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას ჩვენთან ერთად.